­

Oncomine™ BRCA საკვლევი ნაკრები, ბიბლიოთეკის მომზადება Ion-Chef სისტემით

 

კატალოგის ნომერი: A32841

აღწერა:

Oncomine™ BRCA კველვითი ნაკრები მოიცავს AmpliSeq™ პრაიმერთა ოლიგონუკლეოტიდების 2 ნაკრებს და საჭირო რეაგენტებს, რომლებიც Ion Torrent™ ახალი თაობის სექვენირების პლატფორმებზე ამპლიკონთა ბიბლიოთეკების გენერირებისთვის გამოიყენება. ნაკრები შექმნილია ნიმუშების სენსიტიური და სრულყოფილი ამპლიფიკაციისთვის. ანალიზი მოიცავს ადმიანის BRCA1 და BRCA2 გენების ყველა მაკოდირებელ მონაკვეთს. ექსპერიმენტის აღნიშნული ვერსია გათვლილია NGS ბიბლიოთეკის ავტომატური მომზადებისთვის, Ion Chef™ სისტემის გამოყენებით. ბიბლიოთეკის მანუალური მომზადებისთვის იხილეთ ნაკრები კატალოგის ნომრით: A32840.


ნაკრების მახასიათებლები:

  • ვალიდირებულია Ion 318 და Ion 530 ჩიპებთან კომპლექტში გამოყენებისთვის;

  • შესაძლებლობები: SNVs, InDels და დიდი ზომის ექსონების/გენთა დელეციების/დუპლიკაციების დეტექცია;

  • თავსებადია დნმ-ის ისეთ მცირე მოცულობებზე მუშაობისას, როგორიცაა ფორმალინით ფიქსირებული, პარაფინიზირებული (FFPE) ქსოვილებიდან ან სისხლის ნიმუშებიდან გამოყოფილი 10 ნგ დნმ;

  • სრულყოფილი დაფარვა მაკოდირებელი მონაკვეთების - ექსონების და სპლაისინგის საიტების დეტექციის მხრივ, ეფექტური სექვენირებისა და აკურატული ანალიზისთვის;

  • პრაიმერების ოპტიმიზებული დიზაინი და ამპლიფიკაციის რეაგენტები, რომლებიც სამიზნის მაღალსპეციფიური ექსტრაქციის საშუალებას ქმნის;

  • 5%-იანი და უფრო მცირე მასშტაბის სომატური ვარიანტების  ვალიდირებული დეტექცია;

  • მარტივი და სწრაფი პროტოკოლის მეშვეობით ბიბლიოთეკა მზადაა 3.5 საათში.


BRCA1 და BRCA2 გენები სიმსივნის სუპრესორი გენებია, რომლებიც კოდირებს დნმ-ის ჰომოლოგიურ რეპარაციაში მონაწილე ცილებს. BRCA გენის მუტაციები შედეგად იძლევა შესაბამისი ცილის სინთეზის ნაკლბობას და დაკავშირებულია სიმსივნის გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან. BRCA გენის მაკოდირებელ მონაკვეთში არსებული ხარვეზები იდენტიფიცირებულია როგორც სომატურ, ასევე სასქესო ხაზის უჯრედების გენომში და ასევე გვხვდება სიმსივნურ ნიმუშებში.

სპეციფიკაციები:

ბიბლიოთეკის ტიპი:

სამიზნე მონაკვეთების ბიბლიოთეკის მომზადება

ეტაპი:

ბიბლიოთეკის მომზადება

საწყისი მასალა:

დნმ

სექვენირების ტიპი:

გენომი/დნმ

პროდუქტის ხაზი:

Oncomine™

პროდუქტის ზომა:

32 რეაქცია

ტრანსპორტირების პირობები:

მშრალი ყინული